← ყველა სიახლე
October 8, 2026

სიახლე იკისკიში

ბავშვებისთვის არასათოვლო სეზონიც უკვე სათხილამურო სეზონის ნაწილია.

იკისკიში სიახლე გვაქვს ✨ #IKISKI 🎿 სპორტული ჯგუფის ბავშვებისთვის არასათოვლო სეზონიც უკვე სათხილამურო სეზონის ნაწილია. 🛼 ჩვენს სავარჯიშო პროგრამას SkiRoad-ი დავამატეთ - ეს არის ალპური მოთხილამურეებისთვის შექმნილი სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თხილამურისთვის საჭირო მოძრაობები თოვლის გარეშეც ვავარჯიშოთ. SkiRoad-ზე ბავშვები მუშაობენ: ⛷️ სწორ სათხილამურო პოზიციაზე ⚖️ ბალანსსა და სტაბილურობაზე ↔️ წონის გადატანასა და კიდიდან კიდეზე მოძრაობაზე 🔄 კოორდინაციასა და მოძრაობის სიზუსტეზე ⚡ რეაქციასა და სისწრაფეზე 💪 ძალასა და სხეულის კონტროლზე აღსანიშნავია, რომ SkiRoad-ი ჩვენი პროგრამის მხოლოდ ერთი ნაწილია. ზამთრისთვის მოსამზადებელი პროგრამა აერთიანებს, SkiRoad-ს, ბალანსისა და კოორდინაციის ვარჯიშებს, ფიზიკურ მომზადებას, სისწრაფეს, მოქნილობასა და სათხილამურო ტექნიკის იმიტაციას. TRAIN ALL YEAR. SKI BETTER IN WINTER. 🎿 SKI FAST. LIVE SLOW. IKISKI • SINCE 1998 See less